вторник, 25 августа 2015 г.

ლეგენდები და მითები

           როგორ გამოასწორა თამარ მეფემ ლოთი გლეხი

      თამარ მეფე ღარიბულად ჩაცმულიხშირად დადიოდა ქალაქის ქუჩებშირათა საკუთარი თვალით ენახა და საკუთარი ყურით მოესმინა ხალხის აზრი და გასაჭირიმერე კი ამის შესაბამისად მოქცეულიყო....თან აუცილებლად ერთგულ მსახურს გაიყოლებდა.
        თავად ღარიბულად იმოსებოდა....მისი ერთგული მსახური, მასზე შედარებით უკეთ....რადგან ყველას გონებოდა  რომ მსხური იყო მისი....ამით მეფის სიმდაბლე, სიბრძნესა და გონიერებაში იყო გაზავებული....
      ერთხელროცა თბილისის ქუჩებში დადიოდადაინახაწუმპეში ლოთი ეგდო და ეძინა. იგი ქალაქს შეკედლებული ერთი გალოთებული გლეხი იყო. მეფემ მსახურს უბრძანასასახლეში დაბრუნებისამებრ წაეყვანა რამოდენიმე მსახური და ის გლეხი სასახლეში მოეყვანათ....
       თან მეფის სურვილისამებრ, გლეხისთვის გაეხადათ კონკები, ჩაეცმიათ სამეფო ტანისამოსი, სტუმრების სამეფო აპარტამენტში დაეწვინათ და კართან თეთრებში შემოსილი მსახური დაეყენებინათ...
         მეფე  მალე დაბრუნდა სამეფოში და მსახურებმა მისი ბრძანება სიტყვა-სიტყვით შეასრულეს.
       გამოეღვიძა გლეხს და რას ხედავს მის თავსძვირფასი სამოსელი აცვია, მეფურ აპარტამენტში წევს და ირგვლივ ყველაფერი თვალის მომჭრელად ბზინავს....შეშინებულმა გაიფიქრა, ნეტავ  სადა ვარო?..თვალები მოიფშვმიტა, სიზმარია თუ ცხადიო და ხმამაღლა შეშინებულმა დაიბღავლა:
-ვაიმესადა ვარ?...არის აქ ვინმე ?....
თეთრებში შემოსილმა მსახურმა მიირბინა ლოთთან და დაამშვიდა:
-ნუ შეშინდები....შენ ახლა ღმერთთან იმყოფები....
-მერე შენ ვინღა ხარ?  - ჰკითხა ლოთმა.
-მე ანგელოზი ვარ,  - მიუგო მსახურმა.
    ლოთი ცოტა დამშვიდდამაგრამ მაინც ვერ გარკვეულიყო სად იყო....ამას ისიც ერთვოდა, რომ ნაბახუსევზე  ტკივილისგან თავი უსკდებოდა და ანგელოზს მიმართა:
-ნეტავ ღმერთი არაყს არ დამალევინებს?
-წავალ და ვიკითხავ- მიუგო მსახურმა.
    ცოტახანში ლოთის ოთახში მსახური, მოოქროვილი ლანგრით ხელში დაბრუნდა, ლანგარზე ორი ჭიქა საუკეთესო მათრობელა სასმელი  და ერთი ცხელი ღვეზელი ელაგა....
ღმერთმა გიბოძამიირთვას და კარგად დაისვენოსო.  - მიუგო მსახურმა....
    გლეხს გაუხარდა, (საწყალი მშიერი იყო) ....ღმერთი ახსენასაუკეთესო მათრობელა სასმელი  დალია და ღვეზელი გემრიელად მიირთვა..
     გლეხი გაკვირვებულიყო ასეთი სასმელი,  მთელი სიცოცხლის მანძილზე არ დაელიათან ღვეზელმაც გააოცა...ასეთი რამ არ ეჭამა....
თითქოს ეცოტავა,   ცოტახნის შემდეგ,   რაც ძალი და ღონე ქონდა იღრიალა:
-ჰეი,  ანგელოზო !
-რას მიბრძანებთ?   - მიირბინა მსახურმა.
-ძმობილოჰკითხე ღმერთსცოტას კიდევ ხომ არ დამალევინებს?  -დაიწუწუნა ლოთმა.
   მეფის ბრძანებით, მსახურმა სამეფო აპარტამენტში ლოთს ერთი ხელადა საუკეთესო მათრობელა სასმელი  და მთელი ლანგარი ცხელი ღვეზელი მიართვეს...
უფალმა გადმოგცა გემრიელად  მიირთვასო....
 გლეხს სიხარულით თვალზე ცრემლი მოადგა და ხმამაღლა წამოიძახა:
-გმადლობ უფალო, ასეთ სასუფეველში რომ მიმიღე, მე ლოთი და გლახაკი....როგორი მოწყალე ყოფილხარსაუკუნოდ შენთან  ვიქნებიო...
მშიერმა  ნელ-ნელა დაიწყო ღვეზელის ჭამა და  მთელი ხელადა საუკეთესო სასმელიზედ დააყოლა....
ცოტახნის შემდეგკარგად ნასვამს მიეძინა....
          თამარ მეფემ ბრძანაისევ თავისი კონკები ჩაეცმიათ და იმ წუმპეში ჩაეგდოთ, საიდანაც ამოიყვანეს. მსახურს კი დაავალაშორიახლო მდგარიყო და მოესმინარას იტყოდა გამოღვიძებული.
    ლოთმაროგორც იქნაგაიღვიძა და ჯერ თვალები გახელილი არც ქონდაიყვირა:
-ჰეიანგელოზო!
მეორედ, მესამედ დაუძახა და რომ არავინ უპასუხაძლივძლივობით გაახილა თვალი და ხედავსსადაა სამოთხეისევ წუმპეში წევს.
-მაპატიეუფალო, რომ შეგცოდე და სასუფეველი დავკარგე, -  ოხვრას თითქოს გულიც ამოაყოლა. მერე თავის თავს უსაყვედურა....( თავის თავს ადანაშაულებდაარასწორი საქციელის გამო )....ორი ჭიქაც ხომ გეყოფოდაახლა მთელი სიცოცხლე წუმპეში იგორავეო....
     გლეხს ამის შემდეგ აღარ დაულევიაშრომასა და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდაიმ საუკეთესო მათრობელა სასმელმა,  ისეთი ზემოქმედება იქონია მასზე, უკვე ნებისმიერი სას-მელიც კი უვარგისად ეჩვენებოდა....სულ იმის ცდაში იყოღმერთისთვის სათნო საქმე ეკეთებინა, მისთვის ეამებინარათა სასუფეველში მოხვედრილიყო.....
    ასე ასწავლა ჭკუა და გამოასწორა თამარ მეფემ ლოთი გლეხი....
    მომავალში ეს გლეხი დიდად  განწმენდილი ადამიანი გახდა....

Комментариев нет:

Отправить комментарий